[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

IBSU-ს პროექტი სახელწოდებით „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ იწყება. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბაკალავრო პროგრამის პროექტი, მიზანად ისახავს IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის არქიტექტურის პროფესიის საფუძვლების გაცნობას. პროექტი მათ დაეხმარება გაიგონ დიზაინის საფეხურები კონცეფციიდან რეალიზაციამდე. ლექციებს ჩაატარებენ არქიტექტურის პროგრამის წარმატებული და აქტიური

კრეატიული სააგენტო IVAKNOWS-ის დირექტორმა, სალომე ივანიაძემ IBSU-ში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე:“რა არის ციფრული მარკეტინგი, როგორ შეიძლება დასაქმდე ციფრული პროფესიებით.” ლექცია შეეხებოდა მარკეტინგში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას. სალომემ სტუდენტებს გააცნო ციფრული მარკეტინგის ხელოვნება და მისი პრაქტიკული გამოყენების გზები.  

ინგლისური ენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, IBSU-ს ენების კლუბმა, Lingo Quest-მა მორიგი შემეცნებით-გასართობით თამაში Lingodyssey ჩაატარა, რომელშიც IBSU-ს სტუდენტებთან ერთად, ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ლექტორებიც ჩაერთნენ. თამაშის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ კრეატიულად წარმოეჩინათ თავიანთი ცოდნა ინგლისური ენის თავისებურებების შესახებ. გამარჯვებული სტუდენტებითა და ლექტორებით დაკომპლექტებული გუნდები, ფინალურ რაუნდში

IBSU-მ მცხეთის რაიონის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს ღია კარის დღეზე უმასპინძლა. პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ შოშიაშვილმა მოსწავლეებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, გრანტები, შეღავათები და შეთავაზებები გააცნო. უნივერსიტეტის მარკეტერებმა კი აბიტურიენტებს IBSU-ს კამპუსი დაათვალიერებინეს.

IBSU-ს სამეცნიერო პროექტების და ინოვაციების სამსახურის ორგანიზებით, უნივერსიტეტს ეწვია მოლდოვის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი, ვიორიკა ლუპუ და მისი კოლეგა ინა ნიკუტა. ვიორიკა ლუპუმ ჩაატარა ლექცია ღია მეცნიერების შესახებ, ასევე, ღია წვდომის საცავებისა და ღია წვდომის ჟურნალების მნიშვნელობასა და აქტუალურობაზე. ლექციის მერე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტს, ქეთი ფანქველაშვილს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თანამშრომლებს ტრადიციულ ვახშამზე უპასპინძლა. უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა სიტყვით მიმართეს შეკრებილებს და ხაზი გაუსვეს ერთობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის მნიშვნელობას.

IBSU-მ ტურიზმის პროგრამის ასისტენტ-პროფესორს, ჩანდიგარის უნივერსიტეტის ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სანდიპ გულერიას უმასპინძლა. სანდიპ გულერიამ IBSU-ს ტურიზმის პროგრამის ლექტორებს გააცნო სწავლა/სწავლების მეთოდები და კურიკულუმის შემუშავების პრინციპები ჩანდიგარის უნივერსიტეტის მაგალითზე. ვიზიტის ფარგლებში, მოწვეული სტუმარი შეხვდა IBSU-ს რექტორს, საფფეთ ბაირაქთუთანსა და საერთაშორისო

IBSU-მ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში თემაზე "ჰოლოკოსტი," რომელიც ქართულ-ებრაულმა სკოლამ "ორ ავნერი," ისრაელის საელჩოსთან საქართველოში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისრაელის ცენტრთან პარტნიორობით გამართა. კონფერენციაში, რომელიც მიზნად ისახავდა ჰოლოკოსტის შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, მონაწილეობდნენ ისრაელისა და გერმანიის ელჩები ჰადას მეიცადი და ერნსტ

IBSU ყოველწლიურ ტრადიციას აგრძელებს - კანცლერმა ექრემ დინდაროლმა უნივერსიტეტის მეზობლად მცხოვრებლებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და საჩუქრად პასკები გადასცა.