[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

IBSU გარემოს გამწვანების ყოველწლიურ ტრადიციას აგრძელებს. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, IBSU-ს ადმინისტრაციისა და სტუდენტების ჩართულობით, 50 ძირი კვიპაროსის ხე დაირგო. მსგავსი ღონისძიებებით, IBSU მხარს უჭერს მდგრად განვითარებას და ზრუნავს გარემოს დაცვასა და ეკოლოგიაზე.

IBSU-ს კარიერის დაგეგმვის სამსახურის ინიციატივით, კომპანია BDO-ს წარმომადგენლები შეხვდნენ ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების სტუდენტებს და გააცნეს კომპანიის ფასეულობები, მიმდინარე ვაკანსიები და პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობები. ასევე, კომპანიის HR-ის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე "როგორ დავწეროთ ეფექტური

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა დაიწყო ახალი პროექტი სახელწოდებით „იზრუნე ხარისხის განვითარებაზე“, რომელიც გულისხმობს ყოველთვიურ შეხვედრებს აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან. პროექტის მიზანია უნივერსიტეტში ხარისხის კულტურის განვითარება. დღევანდელი სადებიუტო შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ არაფორმალურ გარემოში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები სასწავლო პროგრამებთან,

IBSU-ს საერთაშორისო პროექტების და ინოვაციების სამსახურის უფროსმა, ასოც. პროფესორმა მარინა რაზმაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „ENDORSE 2023 - The European Data Conference on Reference Data and Semantics“, რომელიც ყოველწლიურად 500-ზე მეტ მონაწილეს უყრის თავს მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნულ კონფერენციაში წელს 600 მეტმა

IBSU-ს ახალგაზრდა ლიდერთა კლუბმა ახალი პროექტი Youth Talk დაიწყო, რომლის ფარგლებში სტუდენტები ისაუბრებენ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, რაც ხელს შეუწყობს მათი ლიდერული უნარების განვითარებას. დღევანდელ სადებიუტო შეხვედრაზე, ლექტორმა ნინო სამხარაძემ და სტუდენტებმა, ვახტანგ მანიამ, ლიზა ფარცვანიამ და მარიამ ჩიხლაძემ ისაუბრეს თემაზე - "The Power of

ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ლექტორმა, თამარ ნარინდოშვილმა IBSU-ში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: "კიბერუსაფრთხოება და დეზინფორმაცია, როგორც მნიშვნელოვანი გამოწვევა". თამარ ნარინდოშვილმა ვრცლად ისაუბრა კიბერსაფრთხეებზე, თავდაცვის მექანიზმებსა და ეფექტიანი კიბერუსაფრთხოების სისტემის მნიშვნელობაზე. ლექციის განმავლობაში ასევე მიმოიხილეს კიბერშეტევის ცნობილი მაგალითები.

IBSU-მ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა, სადაც მონაწილეობდნენ საქართველოსა და გერმანიის უნივერსიტეტების წარმომადგენლები. წლევანდელი ღონისძიება, რომლის ორგანიზატორები იყვნენ IBSU, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, უფრო ფართომასშტაბიანი იყო. სტუდენტებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს და კონფერენციის დასასრულს სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიების შემდგომ, ზაარლანდის

IBSU-ს ინტელექტუალური თამაშების კლუბმა დღეს გამართა თამაში "ის, რაც უნდა იცოდე". კითხვები 12 სხვადასხვა კატეგორიას მოიცავდა. თამაშის სპონსორი იყო ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, რომელმაც გამარჯვებულებს 25%-იანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადასცა.

ქალთა ისტორიის თვესთან დაკავშირებით, IBSU-ს დებატებისა და კრიტიკული დისკუსიების კლუბის დამფუძნებლის, არტიომ არაკელიანის ინიციატივითა და ამერიკისმცოდნეობის სტუდენტურ კავშირთან თანამშრომლობით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ თამარ შიოშვილი, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, თეა ჭუმბურიძე, აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი და სხვადასხვა

 კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის ორგანიზებით, Educare Georgias-ს თანადამფუძნებელმა რაზმიკ ბადალიანმა IBSU-ში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე "ვასწავლოთ ხელოვნურ ინტელექტს ქართული ენა".  მოწვეულმა სტუმარმა სტუდენტებს ხმოვანი პროგრამების შექმნის თავისებურებები და Common Voice-ის მუშაობის პრინციპი გააცნო, რომელიც ორიენტირებულია ქართული ენის STT (Speech-to-Text) პროგრამის