[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე "ქალები მართლმსაჯულებისთვის." უზენაესი სასამართლოს წარმატებულმა მოსამართლე ქალებმა, ეკატერინე გასიტაშვილმა, თამარ ოქროპირიძემ, ქეთევან ცინცაძემ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ირინა იმერლიშვილმა სასამართლო სისტემაში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს და დისკუსიის მონაწილეების კითხვებს უპასუხეს.

IBSU-ს მარკეტერებმა და ყველასთვის საყვარელმა ციყვმა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს და მათ მშობლებს საბაკალავრო პროგრამები გააცნეს.

IBSU-ს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით, კანცლერმა ექრემ დინდაროლმა უნივერსიტეტის ქალ თანამშრომლებს 3 და 8 მარტის დღესასწაულები მიულოცა და საჩუქრად ყვავილები გადასცა.

საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის მე-10 ოლიმპიადა ინფორმატიკაში დასრულდა, რომელშიც სხვადასხვა საოლიმპიადო წრეებში გაერთიანებულმა 133-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ოლიმპიადა გაიმართა სამ ასაკობრივ ჯგუფში: 6-8 კლასები (72 მოსწავლე), 9-10 კლასები (42 მოსწავლე) და 11-12 კლასები (19 მოსწავლე). ოლიმპიადაზე, რომელიც მსოფლიო ოლიმპიადის ფორმატით ჩატარდა, საკმაოდ რთული ამოცანები იყო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის საჭირო ნივთები შეაგროვა. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდა IBSU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები და კურსდამთავრებულები. სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის შეგროვილი ნივთები დღეს გაიგზავნა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ქეთევან ნანობაშვილი სტრატეგიული გეგმის შესრულების ფარგლებში შეხვედრებს მართავს უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან. შეხვედრების მონაწილეები მსჯელობენ როგორც გეგმის ფარგლებში შესრულებულ ამოცანებზე, ისე სამომავლო ეტაპებზე. სტრატეგიული გეგმის განხილვაში მონაწილეობა უკვე მიიღეს სასწავლო და სამეცნიერო სამსახურის ქვედანაყოფებმა,

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ შოშიაშვილმა, სტუდენტებისთვის გამართა ვორქშოპი სახელწოდებით “შესაძლებლობების აუდიტი.” ვორქშოპის მიზანი იყო სტუდენტებს, საკუთარ მიზნებთან მიმართებით, გაეანალიზებინათ თავიანთი შესაძლებლობები, უნარები და კომპეტენციები. დღევანდელ ვორქშოპზე მიღებული ცოდნა სტუდენტებს სუსტი მხარეების იდენტიფიცირებასა და განვითარების გზების დასახვაში

IBSU-ს მმართველმა საბჭომ დღევანდელ შეხვედრაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგო თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების გზებზე იმსჯელეს. IBSU-მ დაზარალებულებისთვის საჭირო ნივთების შეგროვება უკვე დაიწყო. დღევანდელი გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტი საჭირო ნივთების შესაძენად დამატებით თანხასაც გამოყოფს.    

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 105 წლის იუბილეს. "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავ თსუ-ს რექტორატს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დაარსებიდან 105 წლის იუბილეს. საქართველოს ისტორიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ერის ინტელექტუალურ განვითარებაში," აღნიშნავს IBSU-ს რექტორი, საფფეთ ბაირაქთუთანი.

IBSU-მ არქიტექტურის ოთხდღიანი ტრენინგის მონაწილეები სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. IBSU-ს რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და ტრენინგში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. რექტორმა იმედი გამოთქვა, რომ მოსწავლეებს მიღებული ცოდნა მომავალი პროფესიის არჩევაში გამოადგებათ. IBSU-ს ტრენინგის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები გაეცნენ არქიტექტურის საფუძვლებს, არქიტექტურულ ხატვას,