[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

სასწავლო კურსის, "სკანდინავიური ქვეყნების უსაფრთხოების პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები" ფარგლებში, IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტები სასწავლო ტურით შვედეთის საელჩოს ეწვივნენ, სადაც მათ შვედეთის ახალმა ელჩმა, ანა ლიბერგმა უმასპინძლა. შვედეთის ელჩი IBSU-ს სტუდენტებს ესაუბრა შვედეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და ტენდენციების შესახებ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანმა პროგრამამ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის სრული აკრედიტაცია მიიღო. 2024 წლის სექტემბრიდან მედიცინის სკოლის სტუდენტები ისწავლიან თანამედროვე სასწავლო აუდიტორიებითა და ლაბორატორიებით აღჭურვილ ახალ კამპუსში, რათა თითოეულმა სტუდენტმა თეორიული მასალის ათვისების პარალელურად შეძლოს პრაქტიკულად მუშაობა

IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამთა ცქიტიშვილი ერაზმუს პლუსის ორდღიან ვორქშოპს დაესწრო. შეხვედრაზე განიხილეს ერაზმუს პლუსის პროგრამები და დაფინანსების შესაძლებლობები.    

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა თელავში, სადაც განიხილეს უნივერსიტეტის ახალი სტრატეგია, მომავალი წლის აკადემიური კალენდარი, ავტორიზაციისთვის მზადების პროცესი და სხვა მიმდინარე საკითხები.  

IBSU-ს არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, საგნის 'არქიტექტურული პროექტირება 3' ფარგლებში წარადგინეს პროექტები თემაზე 'სასტუმრო პუშკინის ქუჩაზე.'

კანადის წმინდა მერის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო დეველოპერმა ჯონათან შოუმ, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის გამართა ლექცია თემაზე – “ცვლილებების მართვა უმაღლეს განათლებაში: გრძელვადიანი და მიმდინარე გამოწვევების კვლევა.”    

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა კერძო სკოლა 'პრომეთეს' მოსწავლეებს უმასპინძლა. IBSU-ს მარკეტერებმა მოსწავლეებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და შეთავაზებები გააცნეს. შეგახსენებთ, IBSU-ს ღია კარის დღე გაიმართება ყოველ პარასკევს, 14:00 საათზე. დარეგისტრირდით წინასწარ: https://bit.ly/3SAbGuV   

აშშ-ს საელჩოსთან თანამშრომლობით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა განათლების კონფერენციას თემაზე – “ინგლისური ენის სწავლების ახალი ტრენდები,” რომელშიც 17 ამერიკელი ექსპერტი მონაწილეობდა. კონფერენცია გახსნა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშემ ევენ ქალიმ, ხოლო მთავარი მომხსენებლი იყო აშშ-ს საელჩოს რეგიონული ინგლისური ენის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის ინგა ტყემალაძის და ფრანგი სტაჟიორის საბრინა ფაგეს ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება ფრანკოფონი სტუდენტებისთვის - La Table des Rois (King’s table). სტუდენტებმა ლექტორების მიერ წარმოდგენილი  პრეზენტაციით მიიღეს ინფორმაცია ფრანგული ნათლისღების დღესასწაულის, მისი ჩატარების, თარიღისა და ტრადიციის შესახებ. სტუდენტებმა ქართველ მეფეებზე წარმოადგინეს პრეზენტაციები. დააგემოვნეს

მოქმედი მედია პროდიუსერები IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდნენ და მათი სიუჟეტების იდეებს გაეცნენ. ღონისძიება გაიმართა საგან 'სატელევიზიო ახალი ამბების' ლექტორის თამარ მშვენიერაძის ორგანიზებით, რომელიც მიზნად ისახავდა დასკვნითი გამოცდის წინ სტუდენტები აღმოჩენილიყვნენ რეალურ სამუშაო სიტუაციაში და გაევლოთ ე.წ. ფიჩინგის (სიუჟეტის თემის ინიციირების) პროცესი,