სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო პალატის თავმჯდომარეს შეხვდნენ - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო პალატის თავმჯდომარეს შეხვდნენ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო პალატის თავმჯდომარეს გიორგი მიქაუტაძეს შეხვდნენ. ასევე, სტუდენტებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს შენობა და მუზეუმი.

სამოქალაქო პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე იმსჯელეს  სასამართლო სისტემის მოწყობაზე და უზენაესი სასამართლოს ფუნქციებზე. დაისახა სამომავლო სამოქმედო გეგმა.

სამართლის ფაკულტეტის 20 სტუდენტის საქართველოს უზენაეს სასამართლოში ვიზიტი დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში  შედგა.