[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო

18.04.2022

უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო. IBSU-ს თანამშრომლებმა თანხა შეაგროვეს, რომელიც უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება.

დღეს თანამშრომლებს IBSU-ს რექტორი საფფეთ ბაურაქთუთანი შეხვდა, განიხილა ის ღონისძიებები, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად უნივერსიტეტმა განახორციელა და ისაუბრა იმ სამომავლო პროექტებზე, რომლებიც მომავალში ამ მიმართულებით კიდევ იგეგმება.

რექტორმა მადლობა გადაუხადა აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ერთიანობისთვის და განაცხადა, რომ უნივერსიტეტმა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად თანამშრომლებთან ერთად გაიღო თანხა და აქტიურად ახორციელებს უკრაინის მხარდასაჭერ აქტივობებს.

„ომის დაწყებისთანავე შევუერთდით მსოფლიო პროტესტს, ვგმობთ აგრესიის ამ უსასტიკეს გამოვლინებას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ამ მიმართულებით, უნივერსიტეტში რეგულარულად ხორციელდება სხვადასხვა სახის აქტივობები: გაიმართა საჯარო ლექციები. ჩატარდა პანელური დისკუსია, ახალი სასწავლო წლიდან უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც სწავლას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაიწყებენ/მობილობის წესით ჩაირიცხებიან/აღიდგენენ სტუდენტის სტატუსს, ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით“.- განაცხადა რექტორმა.