[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

უნივერსიტეტს ერაზმუსის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ეწვია პარტნიორი – პროფესორი დოქ. ვაიდას იურკევიჩიუსი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერაზმუსის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ეწვია პარტნიორი – მიკოლას რომერის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი დოქ. ვაიდას იურკევიჩიუსი.
ვიზიტის ფარგლებში მან წაიკითხა ლექციები და ჩაატარა სასერთიფიკატო ტრენინგ კურსი საერთაშორისო კერძო სამართლის მიმართულებით. დოქ. ვაიდას იურკევიჩიუსმა თავისი სფეროს მიმართულებით გააკეთა რამდენიმე სტატიის რეცენზია, რომლებიც წარმოდგენილი იყო სამართლის ფაკულტეტის ორენოვან სამეცნიერო ჟურნალში „თანამედროვე სამართლის ჟურნალი “დასაბეჭდად და გახდა ამავე ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.
პროფესორი იურკევიჩიუსი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, ვიცე-რექტორსა და ფაკულტეტის ადმინისტრაციის წევრებს. მან მოახდინა სამართლის ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო და შედარებითი კომერციული სამართლის სამაგისტრო პროგრამების გარე შეფასება და წარმოადგინა საკუთარი შეფასებები.
შეხვედრის დასასრულს, პროფესორმა იურკევიჩიუსმა გამოთქვა სურვილი, რომ ის წაიკითხავდა ინგლისურენოვან სასწავლო კურსებს სამაგისტრო საფეხურზე და გამოხატა მზადყოფნა, რომ შზსუ-ს სამართლისა და მიკოლას რომერის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტებმა დაგეგმონ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა და განისაზღვრა ამ პროცესების მოსამზადებელი ეტაპები.