[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

თანამშრომლის მემორანდუმი გაფორმდა IBSU-სა და საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას(ბაფ) შორის

02.07.2022

მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის ფარგლებში, ბაფსა და საქართველოს 7 უნივერსიტეტს შორის განათლებისა და პროფესიული სერტიფიცირების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების ცერემონიალი გაიმართა.

პროექტის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფინანსების, საბუღალტო აღრიცხვისა დ აუდიტის პროგრამებს საჩუქრად გადაეცათ უახლესი გამოშვების ACCA-ის სასწავლო მასალები, 110 წიგნის კომპლექტი. აღნიშნული მასალები ხელს შეუწყობს უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებში პრაქტიკული კომპონენტის გაზრდას და საშუალებას მისცემს სტუდენტებს ისწავლონ უახლესი ლიტერატურის გამოყენებით, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ACCA სხვადასვა დონის წიგნების (F1-F9) აღიარება/ჩათვლის პროცედურას.