[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

გასვლითი ღონისძიება “ეპიზოდში” და “გრატუსში”

22.04.2024

სალექციო კურსის “სასტუმროს მენეჯმენტი” ფარგლებში, გასვლითი ღონისძიება მოეწყო თბილისის ორ სასტუმროში “ეპიზოდი” და აპარტ-ჰოტელი “გრატუსი.”

სტუდენტებს საშუალება მიეცათ პრაქტიკულად შეეფასებინათ ორი სხვადასხვა დანიშნულების სასტუმრო: ხანგრძლივი ბინადრობისთვის/ან ოჯახისთვის განკუთვნილი აპარტამენტის ტიპის ახლადგახსნილი სასტუმრო და ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც განსხვავდება თვითმომსახურეობით, რადგან იგი ერთადერთი სასტუმროა self check-in და check-out დანადგარით.

ასევე, აღნიშნულ სასტუმროს სხვა მრავალი ინოვაციური შემოთავაზება გააჩნია.