[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს სტუდენტების გუნდი “რა? სად? როდის?” – ის გამარჯვებულია

20.10.2023
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა ინტელექტუალურ შეჯიბრში “რა? სად? როდის?” პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა
 საუნივერსიტეტო თამაშში, რომელიც წელს მეორედ ჩატარდა, შვიდი გუნდი მონაწილეობდა. თამაშს უძღვებოდა კლუბის “რა? სად? როდის?” პრეზიდენტი გიორგი მოსიძე.
ინტელექტუალური შეჯიბრი სტუდენტური day-off-ების მიერ ორგანიზებული პროექტის Educational Party-ის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც წელს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა(GIU) უმასპინძლა.
IBSU-ს გამარჯვებულ გუნდს საჩუქრად გადაეცა თასი და ვაუჩერები.
შარშან გამართულ შეჯიბრში IBSU-ს გუნდმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა