გაეროს მოდელირება - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გაეროს მოდელირება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მე-12, მე-11 და მე-10 კლასის მოსწავლეებს გიწვევთ სრულად დაფინანსებულ პროექტზე: „გაეროს მოდელირება – სამშვიდობო მოლაპარაკებების სიმულაცია“

სიმულაციის ფარგლებში მონაწილეები წარმოადგენენ სხვადასხვა სახელმწიფოსა და აქტორს და მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში. მათი მიზანია საერთაშორისო კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა და საერთო შეთანხმების მიღწევა.

  • ფორმატი: ორდღიანი ინტენსიური სიმულაცია
  • მონაწილეთა რაოდენობა: შეზღუდულია

ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

განავითარე კრიტიკული აზროვნება, მოლაპარაკების უნარები და ლიდერული კომპეტენციები საერთაშორისო გარემოში.

გაეროს მოდელირება