პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top

პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისათვის ახალი პროექტი დაიწყო.

„პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამის პროექტია. მისი მიზანია არქიტექტურის პროფესიის საფუძვლების გაცნობა. პროექტი ეხმარება მონაწილეებს გაიგონ დიზაინის საფეხურები კონცეფციიდან რეალიზაციამდე. პროექტის ფარგლებში არქიტექტურის პროგრამის წარმატებული და აქტიური სტუდენტები ასწავლიან სხვადასხვა არქიტექტურულ კურსს საშუალო სკოლის მე-9 – 12-ე კლასის მოსწავლეებს.

პროექტი სკოლის მოსწავლეებს  6 კურსს სთავაზობს, მათ შორის AutoCAD (ქართ. და ინგ.), დიზაინის საფუძვლები (ქართ), არქიტექტურული ხატვა (ინგ), ინტერიერის დიზაინი (ინგ) და თავისუფალი ჩანახატები (ინგ).

ლექციები 2022 წლის 12 თებერვლიდან 20 მარტამდე, შაბათ-კვირას ჩატარდება.  თითოეული ლექციის ხანგრძლივობა იქნება 2 საათი და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. სამუშაო ენა იქნება ქართული და ინგლისური.

პროექტის კოორდინატორები: გიორგი წანაწყენიშვილი და ნათავან ალიევა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: nalieva@ibsu.edu.ge

Date

თებ 19 - 20 2022
Expired!

Time

2:00 PM - 6:00 PM