
ღონისძიებები
- მთავარი
- /
- ინკლუზიური განათლება ინგლისში: მასწავლებელთა გამოწვევები...
ინკლუზიური განათლება ინგლისში: მასწავლებელთა გამოწვევები და ეფექტური ინტერვენციები

28 აპრილს, 3 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება სემინარი თემაზე – “ინკლუზიური განათლება ინგლისში: მასწავლებელთა გამოწვევები და ეფექტური ინტერვენციები,” რომელსაც ჩაატარებს London South Bank University-ის სპეციალური განათლების მაგისტრი და IBSU-ს დოქტორანტი ჟანა გოგინაშვილი.
სემინარი მიმოიხილავს გამოწვევებს, რომლებსაც აწყდებიან მასწავლებლები ინკლუზიური განათლების კუთხით და ეფექტურ ინტერვენციებს, რომლებიც გამოიყენება ინგლისში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მხარდასაჭერად.
ასევე, სემინარზე განიხილება ინკლუზიური სწავლების მიმართულებით მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიები და დამხმარე სისტემები. ინტერაქტიურ დისკუსიაზე მონაწილეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ კონკრეტულ ქეისებზე და დასვან შეკითხვები.
დასწრების მსურველები დარეგისტრირდით: https://shorturl.at/NWNKJ