[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ონლაინ გაკვეთილები აბიტურიენტებისთვის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აბიტურიენტებს უფასო ონლაინ გაკვეთილებს სთავაზობს.

14 აპრილიდან აბიტურიენტები შეძლებენ მათემატიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ინგლისური ენის ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებას, რომელთაც იბსუს პროფესორები გაუძღვებიან.

პროგრამის ხანგრძლივობა აპრილი-მაისი, კვირაში 4 საათი, თითო საგანი.

ნინო თვალჭრელიძე

ნინო თვალჭრელიძე

საგანი – ინგლისური

ჩატარების დრო : ოთხშაბათი 10:00-12:00, პარასკევი 10:00-12:00

გიორგი მანდარია

გიორგი მანდარია

საგანი – მათემატიკა

ჩატარების დრო : ოთხშაბათი 17:00-19:00, შაბათი 19:00-21:00

ნინო ბალანჩივაძე

ნინო ბალანჩივაძე

საგანი – ქართული

ჩატარების დრო : სამშაბათი 17:00-19:00, პარასკევი 17:00-19:00

1. გაკვეთილები ჩატარდება ცხრილით განსაზღვრულ დროს;
2. ლექციები წარიმართება Google-ის ერთ-ერთი პროდუქტით, კერძოდ hangout meet პლატფორმის მეშვეობით;
3. პლატფორმაზე წვდომას მოიპოვებთ ელ-ფოსტაზე მიღებული შეტყობინებით. შესაბამისად, აუცილებელია გქონდეთ აქტიური ელ-ფოსტა;
4. hangout meet პლატფორმის გამოსაყენებლად:

  • ორმხრივი კომუნიკაციისთვის საჭიროა Android Smartphone, iOS Smartphone ან Windows/MAC კომპიუტერი აღჭურვილი ვებ-კამერით, მიკროფონით და დინამიკებით/ ყურსასმენებით;
  • სმარფონების შემთხვევაში საჭიროა hangout meet აპლიკაციის ჩამოტვირთვა, ხოლო კომპიუტერის შემთხვევაში – Google Chrome ბრაუზერის უახლესი ვერსიის ქონა;
  • ლექტორის მიერ თქვენს ელ-ფოსტაზე შეტყობინების გამოგზავნისთანავე, გეხსნებათ წვდომა hangout meet აპლიკაციაზე. ამ მიზნით უნდა დააჭიროთ “join hangout meet” ქვევით არსებულ ბმულს (მითითებულია წითლად):
  • ბმულზე გადასვლის შემდეგ, გაიხსნება ახალი ფანჯარა. დააჭირეთ „Join Now”.
  • საგაკვეთილო პროცესში აუდიო ხარისხის შენარჩუნების მიზნით, გთხოვთ გათიშოთ მიკროფონები და ჩართოთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.

ტექნიკური მხარდაჭერისტვის, მიმართეთ უნივერსიტეტის IT განყოფილებას – itdepartment@ibsu.edu.ge


ძვირფასო აბიტურიენტებო,
როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, გადავედით ელექტრონული სწავლების რეჟიმზე. გაკვეთილები წარიმართება ე.წ. „Live“ რეჟიმში.
შესაბამისად, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სალექციო პროცესის ფარგლებში მიღებული მონაცემები (გამოსახულება/ხმა/მონაწილეთა ვინაობა/კომენტარში მითითებული ტექსტი და ა.შ) წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს და თქვენ მასზე წვდომა გაქვთ მხოლოდ კონკრეტული სასწავლო კურსის შესწავლის მიზნით. აღნიშნული ინფორმაციის ნებისმიერი სახით გავრცელების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები.
პატივისცემით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია!

[ARForms id=104]