სიახლეები
- 21/12/2021
IBSU-ს გუნდი საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2021″-ის II საპრიზო ადგილის მფლობელია
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის გუნდი “საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2021”-ის II საპრიზო ადგილის მფლობელია.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის 6 სტუდენტისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა, რომელიც შესარჩევ ტურში 80 გუნდიდან გავიდა საუკეთესო 12 გუნდში, ფინალში 7 გუნდთან პაექრობაში დამსახურებული II ადგილი დაიკავა.
გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში იყვნენ:
- დავით ვადაქარია, მესამე კურსი, მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა;
- ნატო გოგრიჭიანი, მესამე კურსი, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამა;
- მეგენი ლურსმანაშვილი, მესამე კურსი, ფინანსების საბაკალავრო პროგრამა;
- სერგო შაგინოვი, მესამე კურსი, ფინანსების საბაკალავრო პროგრამა;
- ლალი ოსიყმიშვილი, მესამე კურსი, ფინანსების საბაკალავრო პროგრამა;
- მარიამ ნარიმანიძე, მესამე კურსი, მარკეტინგს საბაკალავრო პროგრამა;
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის საამაყოა, რომ უკვე მეორე წელია კონკურსის ფინალისტებს შორის ყოველთვის არის IBSU-ს. შარშან კონკურსი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო.
“საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2021” TBSC Consulting-ისა და სტუდენტური ბარათი • Student Card-ის ერთობლივი პროექტია, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებს ჰარვარდის ბიზნესქეისების ანალიზში კონკურსს სთავაზობს.