[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს გუნდი საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2021″-ის II საპრიზო ადგილის მფლობელია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის გუნდი “საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2021”-ის II საპრიზო ადგილის მფლობელია.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის 6 სტუდენტისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა, რომელიც შესარჩევ ტურში 80 გუნდიდან გავიდა საუკეთესო 12 გუნდში,  ფინალში 7 გუნდთან პაექრობაში დამსახურებული II ადგილი დაიკავა.

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში იყვნენ:

  • დავით ვადაქარია, მესამე კურსი, მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა;
  • ნატო გოგრიჭიანი, მესამე კურსი, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამა;
  • მეგენი ლურსმანაშვილი, მესამე კურსი, ფინანსების საბაკალავრო პროგრამა;
  • სერგო შაგინოვი, მესამე კურსი, ფინანსების საბაკალავრო პროგრამა;
  • ლალი ოსიყმიშვილი, მესამე კურსი, ფინანსების საბაკალავრო პროგრამა;
  • მარიამ ნარიმანიძე, მესამე კურსი, მარკეტინგს საბაკალავრო პროგრამა;

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის საამაყოა, რომ უკვე მეორე წელია კონკურსის ფინალისტებს შორის ყოველთვის არის IBSU-ს. შარშან კონკურსი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო.

“საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2021” TBSC Consulting-ისა და სტუდენტური ბარათი • Student Card-ის ერთობლივი პროექტია, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებს ჰარვარდის ბიზნესქეისების ანალიზში კონკურსს სთავაზობს.