სიახლეები
- 18/12/2021
IBSU-სა და „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს IBSU-ს რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა და „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ თავმჯდომარემ ნინო ლიპარტიამ.
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებასა და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობას, რაც IBSU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს დაეხმარება გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გაიღრმავონ სასწავლო კურსის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნა.