IBSU-სა და „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-სა და „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს IBSU-ს რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა და „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ თავმჯდომარემ ნინო ლიპარტიამ.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებასა და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობას, რაც IBSU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს დაეხმარება გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გაიღრმავონ სასწავლო კურსის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნა.