[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ფოტო კონკურსი “Georgia: The way I See It” დასრულდა

31.05.2022

დასრულდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ინიციატივით ორგანიზებული II სტუდენტური ფოტო კონკურსი „Georgia: The way I See It”. კონკურსში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქართული უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტები.

ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსში I ადგილი დაიკავა Marcin Wieczorek  –  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

II ადგილი – George Atwan – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

III ადგილი –  Albar Yarah Ali M – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.

პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს უცხოელი სტუდენტების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის წახალისება და კულტურული კავშირების გამყარება.

აღსანიშნავია ის, რომ წელს ფოტო კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფს შეუერთდა რამდენიმე ქართული უნივერსიტეტიც, ესენი არიან:

  1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  3. კავკასიის უნივერსიტეტი
  4. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  5. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
  6. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
  7. მიგრაციის პოლიტიკისა და განვითარების ცენტრი.
  8. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.