[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

გერმანელი სტუმრების ვიზიტი IBSU-ში

23.05.2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ესტუმრა „ტურიზმისა და მასპინძლობის ინსტიტუტის“ Institut für Hospitality დირექტორი, ბატონი გერალდ ვეტცელი; ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის საკითხები.

შეგახსენებთ, რომ ტურიზმის საბაკალარო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებმა, 10 კრედიტიანი სავალდებულო პრაქტიკის ფარგლებში გერმანიაში, საოჯახო სასტუმრო Familien Wellness Hotel Seeklause- ში 3 თვის განმავლობაში მენტორის თანხლებით სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტში გაიარეს ანაზღაურებადი სტაჟირება და მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება.

„ტურიზმისა და მასპინძლობის ინსტიტუტი“ Institut für Hospitality სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს:

  1. გაირონ ანაზღაურებადი საწარმოო პრაქტიკა გერმანიაში;
  2. მონაწილეობა მიიღონ საზაფხულო ანაზღაურებად დასაქმების პროგრამაში და
  3. მიიღონ პროფესიული განათლება გერმანიაში;