ვარდების ბაღში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრების გამოსაშვები საღამო გაიმართა.
27.10.2015საგანგებოდ შეკერილ მანტიებში გამოწყობილ 150-მდე მაგისტრს სწავლის დამთავრება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. დოქტ. ილიას ჩილოღლუმ მიულოცა, მათ კარიერულ გზაზე წარმატებები უსურვა და აღნიშნა რომ მოხარული იქნება თუ ისინი მომავალს კვლავ IBSU-ს დაუკავშირებენ.
მაგისტრანტების სახელით წელს სიტყვით რამდენიმე წარმატებული კურსდამთავრებული წარსდგა, რომელთაც მადლობა გადაუხადეს პროფესორ-მასწავლებლებს. ღონისძიებაზე გამოვლინდა წლის საუკეთესო ლექტორიც, ეს წოდება ირაკლი ღვთისიაშვილს ხვდა წილად.
საღამოს არაფორმალურ ნაწილში მაგისტრანტებისა და სტუმრების წინაშე ბენდი "ვინილი" წარსდგა.