პროგრამის აღწერა
განათლების სფეროში მიმდინარე ინტენსიური რეფორმები და დანერგილი ინოვაციები განაპირობებს კვალიფიციური ადმინისტრატორების, მკვლევარებისა და მასწავლებლების საჭიროებას, რათა ხელი შეუწყონ ამ პროცესების განხორციელებას და მათი შედეგების შესწავლას.
პროგრამა მიზნად ისახავს, დოქტორანტი სტუდენტები უზრუნველყოს თანამედროვე ცოდნით და მოამზადოს განათლების მეცნიერებათა დარგში მაღალკვალიფიციური კადრი, სათანადო კვლევითი უნარებით. ჩვენი მიზანია, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განათლების სფეროში აღვზარდოთ მომავალი ლიდერები და განათლების მაღალკვალიფიციური დოქტორები, რომლებიც შეძლებენ განათლების დარგში განახორციელონ საერთაშორისo დონის კვლევები, aგრეთვე ასწავლონ უნივერსიტეტბში ან იმუშაონ განათლების სფეროში.
პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ღრმა ცოდნის შეძენას განათლების მეცნიერებათა დარგში, როგორც ზოგად-პედაგოგიურ ცოდნასა და უნარებში, ფსიქოლოგიურ ასპექტებში, განათლების სისტემის მენეჯმენტში სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ისე განათლების მენეჯმენტისა და ინგლისური ენის სწავლების კონკრეტულ საკითხებში (იიმისდამიხედვით, თუ რომელ კონცენტრაციას აირჩევს დოქტორანტი.
ძლიერი მხარეები
ეს არის ძალზედ თანამედროვე პროგრამა, უახლესი საგანმანათლებლო რესურსებით, თანამედროვე სასწავლო პროგრამებით, სილაბუსებითა და სწავლების მეთოდებით, რომლებიც გამოიყენება მაღალკვალიფიციური პერსონალის მიერ.
ყველა კურსდამთავრებული და სტუდენტ-დოქტორანტი მუშაობს, ადმინისტრაციულ ან აკადემიურ თანამდებობებზე სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში, ზოგიერთი მათგანი კი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
კვლევისა და პუბლიკაციების შესაძლებლობები
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად შეუძლიათ ჩაატარონ კვლევები ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, გამოაქვეყნონ სტატიები შავი ზღვის რეგიონის განათლების სამეცნიერო ჟურნალში, უფასოდ მიიღონ მონაწილეობა განათლებისა და ჰუმანიტარული ფაკულტეტის მიერ შზსუ-ში ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაში თემაზე: განათლება, ინგლისური ენის სწავლება, ინგლისური ენა და ლიტერატურა ინგლისურ ენაზე და შზსუ-ს მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო აბრეშუმის გზის კონფერენციაში.
დასაქმებისთვის აუცილებელი უნარები
განათლების სფეროში მიღებული ცოდნა და მისი ადმინისტრირება, აგრეთვე პროფესიული/აკადემიური ინგლისური ენის ცოდნა; პროგრამებისა და სილაბუსების შედგენა-შეფასება; პრაქტიკული და მეცნიერული პრეზენტაციების მომზადება-ჩატარება; პროექტების შემუშავება და კვლევითი საქმიანობის განხორციელება განათლების სფეროში; სამეცნიერო ნაშრომებისა და მოხსენებების წერა.
კარიერული შესაძლებლობები
უნივერსიტეტის ლექტორი (განათლების / ინგლისური ენის სასწავლო კურსები, სტუდენტის მიერ არჩეული კონცენტრაციის მიხედვით), მეცნიერ-მკვლევარი, ადმინისტრაციული პერსონალი განათლების სფეროში.
მიღება
საქართველოს მოქალაქე დოქტორანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:
- ინფორმაცია საგანმანათლებლო და პრაქტიკული გამოცდილების შესახებ (რეზიუმე) – სავალდებულოა მინიმუმ ერთწლიანი პედაგოგიური გამოცდილება.
- სამეცნიერო ჟურნალში დარგის მიმართულებით გამოქვეყნებული სტატია.
- ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი განათლებაში, ინგლისური ენის სწავლებაში ან ფსიქოლოგიაში ან მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი.
- ინგლისურ ენაში C 1 დონის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება.
- საკვლევი თემის პროექტი ინგლისურ ენაზე
- გასაუბრება
- განმცხადებელი ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება, თუ მას აქვს ინგლისური ენის C1 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ან დამთავრებული აქვს ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული:
www.iro.ibsu.edu.ge
მისანიჭებელი ხარისხი: განათლების მეცნიერებების დოქტორი
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 3 წელი, 180 ECTS
სწავლის საფასური: 3540 ლარი
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 7800 ლარი
შეღავათები:
- -20% სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც შზსუ-ში რეგისტრაციასგაივლის 2019 წლის 26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
- -15% დედმამიშვილები ერთი ოჯახიდან.
საკონტაქტო ინფორმაცია
- სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა
- ელ-ფოსტა: graduateschool@ibsu.edu.ge
- ტელ: (+995 32) 2595005/06/07 (151)