[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მენეჯმენტი

სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა

მოკლე აღწერა

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მიზანია ბიზნესის მართვის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების, სამეცნიერო კვლევისა და შემოქმედებითი მუშაობის უნარების მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს მოამზადოს სპეციალისტები, რომელთაც ექნებათ ღრმა და სისტემური ცოდნაბიზნესის მართვის სფეროებში. მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა გარდა თეორიული კურსებისა, მოიცავს ინტერაქტიურ სემინარებსა დატრენინგს, პრეზენტაციებსა და ჯგუფურ მუშაობას, რის შედეგადაც მაგისტრს გაუადვილდება როგორც ბიზნესის მართვის სფეროში არსებული თეორიული პრობლემების ანალიზი, ისე რეალურ ბიზნეს-სიტუაცებში გარკვევა და მათი მართვა. სწავლების პროცესში გაითვალისწინებულია სტუდენტების მისწრაფებები და სურვილები, ბიზნესის და ინდუსტრიის განვითარების საერთაშორისო ტენდენციები და ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა.
პროგრამის ამოცანაა მაქსიმალურად დაუახლოვოს სტუდენტი პრაქტიკას, როგორც საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებში სტაჟირებებით, ასევე პროფესიულ წრეებთან აქტიური თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმების გამოყენებით. ამ მიზნით პროგრამაში სხვაღონისძიებებთან ერთად გათვალისწინებულია ურთიერთობები ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს მემორანდუმები ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

ძლიერი მხარეები

მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სიძლიერე გამოხატულია სლოგანით „საერთაშორისო განათლება, საერთაშორისო დასაქმება“. პროგრამის მისია არის უზრუნველყოს მოტივირებული სტუდენტები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების უმაღლესი ხარისხით. ჩვენთან თქვენ მიიღებთ მაღალკვალიფიციურ კადრებსა და ინოვაციურ აკადემიურ პროგრამებს რომელიც არჭურვილია თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებით; ბაზარზე ორიენტირებულ კურიკულუმს პრობლემაზე დაფუძვნებული სწავლებით;  მოხერხებულ განრიგსა და შეზღუდული უნარების მქონე პირთა მხარდაჭერას

გაცვლითი პროგრამები

სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და დაამყარონ კონტაქტი მომავალ კოლეგებთან საზღვარგარეთ სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში სამაგისტრო საფეხურზე სწავლებისას, შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ დასავლეთის ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე. ადვილად აღიარებადი საკრედიტო სისტემისა და მორგებადი პროგრამების საშუალებით სტუდენტებს შეუძლიათ სემესტრი გაატარონ განსხვავებულ გარემოში და გაიღრმავონ მათ მიერ არჩეული პროფესია.

დასაქმება

მენეჯმენტში ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხით კურსდამტავრებულებს აქვთ დასაქმების შესაძლებლობა როგორც ლიდერი, მაღალი რანგის მენეჯერი ან აღმასრულებელი დირექტორი როგორც საჯარო სექტორში ასევე კერძო  სამართლის იურიდიულ პირებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, საბაზრო ეკონომიკასა და კონკურენციის პირობებში. სტუდენტებს ასევე შეეძლებათ სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.

მიღება  

საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:

  1. ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  2.  საერთო სამაგისტრო გამოცდის   წარმატებით ჩაბარება.
  3. სპეციალობაში შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება.
  4. უცხო ენაში B2 დონის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება.
  5. განმცხადებელს, რომელსაც აქვს ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL IBT, IELTS და FCE) უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება
  6. განმცხადებელს,რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან) ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება.

უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული: 
www.iro.ibsu.edu.ge
მისანიჭებელი ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების  მაგისტრი მენეჯმენტში.
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS
სწავლის საფასური: 4500 ლარი
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 7800 ლარი

შეღავათები:

  1. -20% სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც შზსუ-ში რეგისტრაციასგაივლის 2021 წლის 26 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით.
  2. -15% დედმამიშვილები ერთი ოჯახიდან.

(სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შემთხვევაში ფასდაკლება მოქმედებს  დარჩენილ სწავლის საფასურზე)

საკონტაქტო ინფორმაცია

  1. სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა
  2. ელ-ფოსტა:  graduateschool@ibsu.edu.ge
  3. ტელ: (+995 32) 2595005/06/07 (151)
  4. პროგრამის კოორდინატორი: ასოც.პროფ.დოქტ.  მაკა ბუღულაშვილი