[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ხატია ბუტიკაშვილი DAAD-ის სტიპენდიით გერმანიაში იმყოფებოდა

27.10.2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ხატია ბუტიკაშვილი, DAAD-ის სტიპენდიით იმყოფებოდა გერმანიაში, დასავლეთ საქსონიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში, ქალაქ ცვიკაუში. ვიზიტის ფარგლებში ის ეწვია კორნმარქტის მთავარ ბიბლიოთეკას და ცვიკაუშეფელშტრასეში, მის მეორე ფილიალს შნებერგში და ქალაქის უძველეს ბიბლიოთეკას , რომელიც 1481 წელს აგებულ შენობაშია განთავსებული .

საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა დღესდღეობით მოიცავს 250 000-ზე მეტ რესურსს მოიცავს როგორიცაა ბეჭდური წიგნი და ჟურნალი, ელექტრონული წიგნები და ელექტრონული ჟურნალები, მონაცემთა ბაზები. აღნიშნული რესურსები ხელმისაწვდომია გერმანიის ნებისმიერი წერტილიდან ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით.

ბიბლიოთეკის სევრისების დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით ის შეხვდა უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, სადაც მოხდა გამოცდილების გაზიარება და საერთო ხედვის ჩამოყალიბება.