სიახლეები
- 22/11/2022
IBSU-მ ინტერნეტმმართველობის I ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ციფრული მედიისა და კომუნიკაციის პროგრამის მაგისტრანტებმა და ლექტორებმა ტექნოპარკში გამართულ საქართველოს ინტერნეტმმართველობის I ახალგაზრდულ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ფორუმის მიზანია ინტერნეტსფეროს, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კომუნიკაციის სფეროს შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება და მათი ჩართულობის წახალისება. იგი ევროპის საბჭოს, გაეროს, კომუნიკაციების კომისიისა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით
ჩატარდა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფორუმის ერთ-ერთი დამფუძნებელია, ხოლო IBSU-ს „ციფრული მედიასამართლის“ ლექტორი უჩა სეთური ფორუმის კოორდინატორი.
დეზინფორმაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სადისკუსიო პანელში, მოხსენებით წარსდგა „ციფრული მედია ეთიკისა“ და „კიბერუსაფრთხოების“ კურსების ლექტორი თამარ ნარინდოშვილი.