IBSU-მ ინტერნეტმმართველობის I ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-მ ინტერნეტმმართველობის I ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

22.11.2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ციფრული მედიისა და კომუნიკაციის პროგრამის მაგისტრანტებმა და ლექტორებმა ტექნოპარკში გამართულ საქართველოს ინტერნეტმმართველობის I ახალგაზრდულ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ფორუმის მიზანია ინტერნეტსფეროს, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კომუნიკაციის სფეროს შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება და მათი ჩართულობის წახალისება. იგი ევროპის საბჭოს, გაეროს, კომუნიკაციების კომისიისა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით
ჩატარდა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფორუმის ერთ-ერთი დამფუძნებელია, ხოლო IBSU-ს „ციფრული მედიასამართლის“ ლექტორი უჩა სეთური ფორუმის კოორდინატორი.

დეზინფორმაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სადისკუსიო პანელში, მოხსენებით წარსდგა „ციფრული მედია ეთიკისა“ და „კიბერუსაფრთხოების“ კურსების
ლექტორი თამარ ნარინდოშვილი.