IBSU-მ მიაღწია შეთანხმებას კოზმინსკის უნივერსიტეტთან ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამის განხორციელებაზე - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-მ მიაღწია შეთანხმებას კოზმინსკის უნივერსიტეტთან ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამის განხორციელებაზე

15.06.2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს კოზმინსკის უნივერსიტეტთან ორმაგი ხარისხის ფინანსების საბაკალავრო პროგრამა ექნება. ამის შესახებ შეთანხმება ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის და ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, ასოც. პროფ. დოქტ. ილია ბოცვაძის კოზმინსკში ვიზიტის დროს შედგა.

„აღსანიშნავია შეთანხმება, რომელსაც მივაღწიეთ კოზმინსკის უნივერსიტეტთან ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამის განხორციელებაზე ფინანსების მიმართულებით. კოზმინსკის უნივერსიტეტის ფინანსების საბაკალავრო პროგრამა მსოფლიო დონის წამყვანი პროგრამაა, რომელიც ფლობს სამმაგ საერთაშორისო აკრედიტაციას, ასევე სერტიფიცირებულია ACCA, CIMA, CAIA და CFA ინსტიტუტების მიერ; Financial Times-ის 2021 წლის რეიტინგის მიხედვით  კი რეგიონში არის N1, ხოლო მსოფლიოში არის რიგით 21-ე.“- განაცხადა ილია ბოცვაძემ.

მისი თქმით, ფინანსების ორმაგი ხარისხის პროგრამა კოზმინსკისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტებს შორის დიდი შანსია ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ისწავლონ მსოფლიოში წამყვან საბაკალავრო პროგრამაზე და დაეუფლონ ორი უნივერსიტეტის დიპლომს, რაც უზრუნველყოფს მათ წარმატებით დასაქმებას საერთაშორისო ბაზარზე.

ილია ბოცვაძე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში  კოზმინსკის უნივერსიტეტს (ვარშავა, პოლონეთი), საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში,  6-10 ივნისს სტუმრობდა.