[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-მ პორტუგალიელ პროფესორებს უმასპინძლა

17.03.2023
𝗜𝗕𝗦𝗨-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ორგანიზებით, პორტუგალიის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის დელეგაციამ, ერთობლივი თანამშრომლობისა და ერასმუს + პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტში შეხვედრები გამართა.
პროფესორმა რუი როსა დიასმა ლექციაზე სტუდენტებს გააცნო მიმდინარე მარკეტინგული ტრენდები და აგრო-პროდუქტების სისტემაზე მორგებული ახალი ხედვები.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები 𝗜𝗕𝗦𝗨-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და განიხილეს მობილობისა და არსებული თანამშრომლობის გაღრმავების გზები.
მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტებს გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით შეუძლიათ მიმართონ 𝗜𝗕𝗦𝗨-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისს. 𝗜𝗦𝗔𝗚-ი გთავაზობთ ორმხრივი მობილობის გაცვლით პროექტებს. გაცნობებთ, რომ 𝗜𝗦𝗔𝗚-ის გადაწყვეტილებით, 𝗘𝗿𝗮𝘀𝗺𝘂𝘀+ 𝗞𝗔107-ის მომდევნო კონკურსში 𝗜𝗕𝗦𝗨 მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი უნივერსიტეტი 𝗜𝗦𝗔𝗚-თან 2018 წლიდან თანამშრომლობს.