[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-მ სამეცნიერო სემინარს უმასპინძლა

10.05.2023

IBSU-ს ინტერდისციპლინური კვლევის ცენტრმა სამეცნიერო სემინარს “ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში 21-ე საუკუნეში” უმასპინძლა, რომელშიც მკვლევრები და ახალგაზრდა მეცნიერები მონაწილეობდნენ.

საერთაშორისო სემინარი მიზნად ისახავს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური კვლევითი მიდგომების ხელშეწყობას, სხვადასხვა თაობის მეცნიერების ინტეგრირებას კვლევით საქმიანობაში და ცოდნის დისემინაციას, აქტუალური საკითხების გაშუქებასა და გავრცელებას ინტრა და ინტერ-საუნივერსიტეტო ქსელების საშუალებით.