[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-სა და მარვადის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

22.12.2022

დოქტორი ამიტ ვ სატა, ინოვაციებისა და მეწარმეობის ასოცირებული დეკანი, მარვადის უნივერსიტეტის (ინდოეთი) მექანიკური ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი ეწვია IBSU-ს, რათა განეხილათ შესაძლო თანამშრომლობა უნივერსიტეტების სკოლებს შორის.

IBSU-სა და მარვადის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ზოგადი სფეროები იქნება მენეჯმენტის, IT ტექნოლოგიების & ინოვაციების და მეწარმეობის სფეროები.

მარვადის უნივერსიტეტს აქვს შესანიშნავი ინფრასტრუქტურა და ჰყავს 12000-ზე მეტი სტუდენტი 52 ქვეყნიდან 10-ზე მეტ სხვადასხვა პროგრამაში, მათ შორის ინჟინერია, მეცნიერება, მენეჯმენტი, სოფლის მეურნეობა, ფარმაცია, კომპიუტერული პროგრამები, სამართალი, ფიზიოთერაპია და ა.შ.