[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს აკადემიური პერსონალი და სტუდენტები HORIZON EUROPE-ის პროექტში მონაწილეობენ 

10.04.2023

IBSU-ს საერთაშორისო პროექტების და ინოვაციების სამსახურის შუამდგომლობით, კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების აკადემიური პერსონალი და სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები HORIZON EUROPE – ის მიერ დაფინანსებულ სამწლიან საერთაშორისო პროექტში ჩაერთნენ. მათ შორის არის ბარბარე ტეფნაძე, კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული, რომელიც აგრძელებს IBSU-თან თანამშრომლობას და მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებასაც გეგმავს.

ბარბარე ტეფნაძემ საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა:

“ყოველთვის მაინტერესებდა ხელოვნური ინტელექტის (AI) აპლიკაციები. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემი სადისერტაციო თემა მიმეძღვნა AI მეთოდოლოგიებსა და მათი გამოყენების პრინციპებზე მარკეტინგულ კომუნიკაციებსა და ონლაინ პერსონალიზაციაში. დისერტაციის დაცვის შემდეგ მალევე, დისერტაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ღლონტმა და IBSU-ს საერთაშორისო პროექტების და ინოვაციების სამსახურის უფროსმა, ასოც. პროფესორმა მარინა რაზმაძემ, გამაცნეს ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის კოორდინირებული პროექტი “Georgian Artificial Intelligence Networking and Twinning Initiative (GAIN).” პროექტის ფარგლებში დავესწარით რამდენიმე შეხვედრას და წარვადგინეთ პრეზენტაციები, ხოლო იანვარში ვეწვიეთ ციფრული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის ეროვნულ ინსტიტუტს (INRIA) ნიცაში. ამჟამად, კვლევის გარდა, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, ჩართული ვარ ბუნებრივი ენის დამუშავებაზე ორიენტირებული ქვეჯგუფის საქმიანობაში.”

პროექტის პარტნიორები არიან ევროპული კვლევების ლიდერები – გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრი (DFKI),
ციფრული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის ეროვნული ინსტიტუტი (INRIA) და მაღალი ტექნოლოგიების spin-off კომპანია (EXOLAUNCH).