[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს აკადემიური პერსონალი და სტუდენტები სსფ-ის წარმომადგენელთან და სებ-ის პრეზიდენტთან შეხვედრას დაესწრნენ

03.02.2023

IBSU-ს ვიცე-რექტორი სასწავლო და სამეცნიერო დარგში, თეა კბილცეცხლაშვილი, და ვიცე-რექტორი ხარისხის განვითარების მიმართულებით, ნინო ჯოჯუა, IBSU-ს სტუდენტებთან ერთად, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.

შეხვედრაზე, რომელსაც სავალუტო ფონდის (სსფ) წარმომადგენელი, სელიმ ჩაქირი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ესწრებოდნენ, განიხილეს 2022-2023 წლებში საქართველოს ფინანსური შესაძლებლობები და გამოწვევები.

თეა კბილცეცხლაშვილმა მადლობა გადაუხადა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ IBSU-ან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მსგავსი შეხვედრები და ერთობლივი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.