[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს პროფესორები INTED-ს დაესწრნენ

10.03.2023

IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის პროფესორებმა ტექნოლოგიების, განათლებისა და განვითარების მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც 6-8 მარტს, ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში გაიმართა.

IBSU-ს გუნდმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ოთხი სტატია მასწავლებლის პროფესიის, მოსწავლეთა ემოციური კეთილდღეობისა და სწავლების მეთოდოლოგიის თანამედროვე ტენდენციების შესახებ.

პროფესორმა ეკა ფიფიამ, ასოცირებულმა პროფესორებმა, მაია ჩქოტუამ და მარიამ ბანძელაძემ თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს 80 სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებს, უპასუხეს უამრავ საინტერესო კითხვას და გასცეს უკუკავშირი სხვა მონაწილეების მიმართ.

ასოცირებულმა პროფესორმა, მაია ჩქოტუამ უხელმძღვანელა სესიას სახელწოდებით „ტექნოლოგიით გაძლიერებული ენის შესწავლა.“