IBSU-ს სამართალმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამამ შვიდწლიანი, უპირობო აკრედიტაცია მიიღო - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს სამართალმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამამ შვიდწლიანი, უპირობო აკრედიტაცია მიიღო

14.09.2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო  პროგრამამ, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, შვიდწლიანი აკრედიტაცია მოიპოვა.

როგორც IBSU-ს სამართლის სკოლის დეკანმა, პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ქეთევან ქოქრაშვილმა განაცხადა, პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა  თანამედროვე მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით,  სამართლის სკოლის აკადემიური კორპუსის,  პოტენციური  დამსაქმებლებისა,  სტუდენტების აქტიური ჩართულობით.

სამართლის სკოლა მადლობას უხდის პროგრამის შედგენაში ჩართულ პირებს, აკრედიტაციის ექსპერტებსა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს, აქტიური თანამშრომლობისა და თანადგომისთვის.

სამართლის პროგრამა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2010 წლიდან ფუნქციონირებს.