IBSU-ს სტუდენტები ნაფიც მსაჯულთა იმიტირებულ სასამართლო პროცესში მიიღებენ მონაწილეობას - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს სტუდენტები ნაფიც მსაჯულთა იმიტირებულ სასამართლო პროცესში მიიღებენ მონაწილეობას

30.11.2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის  ორი სტუდენტი, მარიამ ლომუაშვილი და მარიამ ედიბერიძე, 24 რჩეულთა შორის მოხვდნენ და ნაფიც მსაჯულთა იმიტირებულ სასამართლო პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერითა და ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობით იმართება.

პროექტის გახსნის ღონისძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩატარდა, რომელსაც უნივერსიტეტის მხრიდან, გამარჯვებულ სტუდენტებთან ერთად ესწრებოდა სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, ქეთევან ქოქრაშვილი.