[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ს სტუდენტები წნორში „ცოდნის კაფეს“ დამფუძნებელს შეხვდნენ

17.12.2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები წნორში „ცოდნის კაფეს“ დამფუძნებელს ნანა ბაგალიშვილს, სასწავლო კურსის ფარგლებში შეხვდნენ.

„ცოდნის კაფე“ სოციალური საწარმოა, რომლის მულტიფუნქციური საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა ახლა მიმდინარეობს კახეთში.

სტუდენტებს ადგილზე ჩაუტარდათ პრაქტიკული ლექციები ვიდეო გადაღების შესახებ.

IBSU-მ „მედია ცენტრის“ სახელით ბიბლიოთეკისთვის ნანა ბაგალიშვილს წიგნები გადასცა.