[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ში ტრენინგი “საგრანტო პროექტებში მონაწილეობა” ჩატარდა

27.01.2023

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამეცნიერო პროექტების და ინოვაციების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი “საგრანტო პროექტებში მონაწილეობა”.

საჯარო ლექციას უძღვებოდა პროფესორი გივი ქოჩორაძე, საქართველოს „კვლევების ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრი“-ს ხელმძღვანელი.

ტრენინგი IBSU-ს თანამშრომლებისთვის ჩატარდა და მას ადმინისტრაციის წევრები ესწრებოდნენ. მსგავსი ტრენინგები მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის საერთაშორისო კონსორციუმებში მონაწილეობის დაგეგმვის და ჩართულობის თვალსაზრისით.