[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ში ქალთა ისტორიის თვესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

30.03.2023

ქალთა ისტორიის თვესთან დაკავშირებით, IBSU-ს დებატებისა და კრიტიკული დისკუსიების კლუბის დამფუძნებლის, არტიომ არაკელიანის ინიციატივითა და ამერიკისმცოდნეობის სტუდენტურ კავშირთან თანამშრომლობით ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თამარ შიოშვილი, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, თეა ჭუმბურიძე, აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი და სხვადასხვა პროგრამის სტუდენტები.

სტუდენტებმა წარადგინეს პრეზენტაციები და იმსჯელეს გენდერულ თანასწორობასთან, ფემინიზმთან და ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.