[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ში ღია კარის დღე გაიმართა

10.12.2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.

IBSU-ს  PR-ისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ შოშიაშვილმა, აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო  პროგრამები, გრანტები, შეღავათები და შეთავაზებები გააცნო.

აბიტურიენტებს მიესალმა უნივერსიტეტის პრორექტორი ასოცირებული პროფესორი, დოქტ. თეა კბილცეცხლაშვილი. მან მადლობა გადაუხადა აბიტურიენტებს დაინტერესებისთვის და იმედი გამოთქვა რომ დღევანდელი შეხვედრა მათ დაეხმარება, გააკეთონ სწორი არჩევანი უნივერსიტეტის შერჩევის დროს.

ღია კარის დღეზე მოწვეულნი იყვნენ IBSU-ს სკოლებისა და პროგრამების ხელმძღვანელები, რომლებმაც უპასუხეს აბიტურიენტების შეკითხვებს და  ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს სასწავლო პროცესის შესახებ. 

შეხვედრის ბოლოს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტერებმა აბიტურიენტებს უნივერსიტეტის  კამპუსი დაათვალიერებინეს.