[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ში VRex Immersive-ის თანადამფუძნებელთან გაიმართა შეხვედრა

21.12.2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის სტუდენტური კლუბის, “InnoWave”-ის ორგანიზებით  VRex Immersive-ის თანადამფუძნებელთან და ლიმონ 10-ის წამყვანთან – ნიკოლოზ გოგოჭურთან, გაიმართა შეხვედრა

საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე : ,,მოუსმინე ბაზარს”. მოწვეულმა სპიკერმა სტუდენტებს სტარტაპის კეთების საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა მარცხის მნიშვნელობაზე წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

მისი სტარტაპი, VRex Immersive, Startup Grind-ის მიერ მსოფლიოს მასშტაბით შერჩეულ 50 საუკეთესო სტარტაპში აღმოჩნდა 7000-დან და მონაწილეობა მიიღო Silicon Valley-ში ჩატარებულ გლობალურ გამოფენაში.

ვისაც სტარტაპ ეკოსისტემა გაინტერესებთ შეგიძლიათ გაეცნოთ ნიკოლოზ გოგოჭურის იუთუბ არხს: https://www.youtube.com/watch?v=s81s0wRUfKQ