IBSU და SFAI Georgia - თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

IBSU და SFAI Georgia – თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები
  • 01/05/2026

IBSU და SFAI Georgia – თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ინდუსტრიასთან თანამშრომლობისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და საერთაშორისო აუდიტური ქსელის – SFAI Georgia-ს წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრა კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში წარიმართა და მიზნად ისახავდა უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობების, მათ შორის, ერთობლივი პროექტებისა და პროფესიული განვითარების ინიციატივების განხილვას.

უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, გოდერძი ბუჩაშვილმა SFAI Georgia-ს წარმომადგენლებს გააცნო ბიზნესის სკოლის პროგრამების განვითარების გამოწვევები და სტრატეგიული საჭიროებები. SFAI Georgia-ს ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ჩიტაიამ, თავის მხრივ, გამოხატა მზადყოფნა სრულფასოვანი პარტნიორობისადმი და ხაზი გაუსვა ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობას, როგორც აკადემიური განვითარების, ისე სტუდენტთა დასაქმების მიმართულებით.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდგომი თანამშრომლობა იქნება პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული და მოემსახურება უმაღლესი განათლებისა და ბიზნეს სექტორს შორის კავშირის გაძლიერებას.