IBSU ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეებს შეხვდა
22.02.2024IBSU-ს მარკეტერებმა, პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, თამარ შოშიაშვილთან და მასკოტთან ერთად, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში გამართულ უნივერსიტეტების გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა.
გამოფენაზე, რომელიც საუნივერსიტეტო ორიენტაციის პროგრამის ფარგლებში გაიმართა, მოსწავლეებს და მათ მშობლებს საშუალება მიეცათ ინდივიდუალურად გასაუბრებოდნენ IBSU-ს წარმომადგენლებს საუნივერსიტეტო პროგრამების, მიღების წესების, გაცვლითი პროგრამებისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.