[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეებს შეხვდა

22.02.2024

IBSU-ს მარკეტერებმა, პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, თამარ შოშიაშვილთან და მასკოტთან ერთად, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში გამართულ უნივერსიტეტების გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა.

გამოფენაზე, რომელიც საუნივერსიტეტო ორიენტაციის პროგრამის ფარგლებში გაიმართა, მოსწავლეებს და მათ მშობლებს საშუალება მიეცათ ინდივიდუალურად გასაუბრებოდნენ IBSU-ს წარმომადგენლებს საუნივერსიტეტო პროგრამების, მიღების წესების, გაცვლითი პროგრამებისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.