“IBSU მაღალმთიანი რეგიონებისთვის” პროექტი წარმატებით დასრულდა
07.06.2023საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტების, მარიამ ცუხიშვილის, მარიამ გულიაშვილისა და ნინო ხუბიეროვის მიერ ორგანიზებული პროექტი – “IBSU მაღალმთიანი რეგიონებისთვის” წარმატებით დასრულდა.
სტუდენტები შეხვდნენ დუშეთისა და საჩხერის რეგიონის სკოლებში 200-მდე მოსწავლეს და გააცნეს IBSU-ს საბაკალავრო პროგრამები, დაფინანსების შესაძლებლობები და სტუდენტური აქტივობები.