[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

“IBSU მაღალმთიანი რეგიონებისთვის” პროექტი წარმატებით დასრულდა

07.06.2023

საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტების, მარიამ ცუხიშვილის, მარიამ გულიაშვილისა და ნინო ხუბიეროვის მიერ ორგანიზებული პროექტი – “IBSU მაღალმთიანი რეგიონებისთვის” წარმატებით დასრულდა.

სტუდენტები შეხვდნენ დუშეთისა და საჩხერის რეგიონის სკოლებში 200-მდე მოსწავლეს და გააცნეს IBSU-ს საბაკალავრო პროგრამები, დაფინანსების შესაძლებლობები და სტუდენტური აქტივობები.