სიახლეები
![IBSU მონაწილეობს ერაზმუს + მიერ დაფინანსებულ CBHE პროექტში](https://ibsu.edu.ge/storage/2024/04/L1-scaled-1-768x512.webp)
- 16/04/2024
IBSU მონაწილეობს ერაზმუს + მიერ დაფინანსებულ CBHE პროექტში
IBSU მონაწილეობს ერაზმუს + მიერ დაფინანსებულ CBHE პროექტში, რომლის კოორდინატორია სლოვაკეთის ქალაქ ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის უნივერსიტეტი.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, IBSU-ს პროფესორები მოამზადებენ ეკონომიკის და მენეჯმენტის მიმართულებით ორ სახელმძღვანელოს ქართულ და უკრაინულ ენებზე, რათა უკრაინელი სტუდენტებისთვის თანამედროვე სასწავლო მასალები მეტად ხელმისაწვდომი გახდეს.
პროექტის პირველ ეტაპზე, IBSU-ს პროფესორებმა ეკონომიკის პროგრამის და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტებს წარუდგინეს წიგნების ქვესათაურები და მოისმინეს მათი უკუკავშირი.