[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU მონაწილეობს ერაზმუს + მიერ დაფინანსებულ CBHE პროექტში

16.04.2024

IBSU მონაწილეობს ერაზმუს + მიერ დაფინანსებულ CBHE პროექტში, რომლის კოორდინატორია სლოვაკეთის ქალაქ ნიტრას კონსტანტინე ფილოსოფოსის უნივერსიტეტი.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, IBSU​-ს პროფესორები მოამზადებენ ეკონომიკის და მენეჯმენტის მიმართულებით ორ სახელმძღვანელოს ქართულ და უკრაინულ ენებზე, რათა უკრაინელი სტუდენტებისთვის თანამედროვე სასწავლო მასალები მეტად ხელმისაწვდომი გახდეს.

პროექტის პირველ ეტაპზე, IBSU​-ს პროფესორებმა ეკონომიკის პროგრამის და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტებს წარუდგინეს წიგნების ქვესათაურები და მოისმინეს მათი უკუკავშირი.