[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-მ დრეზდენის უნივერსიტეტის რექტორს უმასპინძლა

21.06.2023

IBSU-მ უმასპინძლა დრეზდენის უნივერსიტეტის რექტორს, კატრინ ზალჰერტს, ინფორმატიკისფაკულტეტის კოორდინატორს, მარიო ნოეგებაუერს და საერთაშორისო ოფისისხელმძღვანელს, ჯულიანე ტერპეს.

გერმანელმა სტუმრებმა შეხვედრები გამართეს IBSU-ს რექტორთან, პრორექტორებთან, დეკანებთან, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის და საერთაშორისო პროექტების და ინოვაციებისსამსახურის ხელმძღვანელებთან და სტუდენტებთან.

შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

გერმანელი პროფესორების ვიზიტი უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმისფარგლებში შედგა, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივ საზაფხულო და ზამთრისსკოლებს, გაცვლით პროგრამებსა და ერთობლივ კვლევებს.

დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან IBSU უკვე ოთხი წელი თანამშრომლობს.