[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-მ კარიერის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

07.05.2023

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა HR Hub–ის მიერ ორგანიზებულ კარიერის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.

სამსახურის მაძიებლების გრანდიოზულ შეკრებაზე, IBSU-ს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს უნივერსიტეტში მიმდინარე ვაკანსიები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

ღონისძიებაზე, რომლის მიზანია დასაქმების ხელშეწყობა, 70-მდე კომპანია იყო ჩართული.