სიახლეები
- Home
- /
- ბიზნესის სკოლა
- /
- IBSU-მ მოსწავლეებისთვის ‘ბიზნეს ანბანის’...

- 04/04/2026
IBSU-მ მოსწავლეებისთვის ‘ბიზნეს ანბანის’ მორიგი ტრენინგი ჩაატარა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა სრულად დაფინანსებული ინტერაქტიური ტრენინგი – „ბიზნეს ანბანი (BOB)“!
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს IX-XII კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც გაიღრმავეს ცოდნა ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით და მიიღეს მნიშვნელოვანი გამოცდილება პროფესიული ორიენტაციის თვალსაზრისით.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ისეთ სფეროებს, როგორიცაა:
- მარკეტინგი
- ფინანსები
- ბუღალტერია
- მენეჯმენტი
- ტურიზმი
ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვანი სერტიფიკატი.





